„სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი... 22 წლის გოგოს გარდაცვალება მარტო საგარეჯოს ტკივილია?“ - ამ და სხვა შინაარსის კომენტარებით ეხმაურებიან მოქალაქეები კასპში „ქუჩის ბიჭების“ კონცერტის ჩატარებას.
ადგილობრივები პროტესტს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსაც უკავშირებენ და წერენ: „უმჯობესია, ეს სიმახინჯე [ცემენტის მტვერი] მოაშოროთ“.
19 ოქტომბერს, „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი, საგარეჯოს ნაცვლად, კასპში გაიმართება.
როგორც საგარეჯოს მერიის ფეისბუქგვერდზე მოქალაქეები წერენ, საგარეჯოში კონცერტი 22 წლის გოგოს გარდაცვალების და საზოგადოების პროტესტის გამო გაუქმდა.
კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ კი დღენახევრით ადრე, 17 ოქტომბერს, მოქალაქეებს სიხარულით აცნობა, რომ 19 ოქტომბერს „ქუჩის ბიჭების“ კონცერტის ჩატარება გადაწყდა.
სტატიის გამოყენების პირობები