ახალი ამბები
სკანდალის ფონზე გორის მესამე სკოლის დირექტორი თავშესაფრის ხელმძღვანელს იცავს

გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, ვახტანგ სუხიტაშვილი უერთდება კამპანიას, რომელიც სოციალურ ქსელში გორის მერიის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის, ბექა გიუნაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარეობს.

„ბექა ოქროს ბიჭია!" - წერს გორში ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის ხელმძღვანელი ვახტანგ სუხიტაშვილი.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები ცხოველთა მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. ცხოველთა დამცველებმა 300-მდე ლეკვი თავშესაფრიდან წაიყვანეს და თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

საკრებულოს წევრებმა, რომლებსაც მერიის საქმიანობის კონტროლი ევალებათ, თავშესაფრის ხელმძღვანელს სოლიდარობა გამოუცხადეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ბექა გიუნაშვილი არა მარტო ცხოველთა მოყვარულია, არამედ თავისი საქმის პროფესიონალიცაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები