ადგილობრივი მცხოვრები თამარ ნონიკაშვილი სოფელ ბნავისის შესასვლელიდან ვიდეოს ავრცელებს.
ამ გზის იქით კიდევ ორი სოფელია, ოლოზი და ღვარები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს:
„გორის მუნიციპალიტეტის მერია... როდის უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? უბანი გაგვიყავით, გზა არ დაგვიგეთ, ისე მაინც მოგვიგვარეთ პრობლემა, რომ ადამიანმა გავლა შეძლოს, ფეხით ვერ გაივლი, მანქანა ვერ გაივლის. თქვენს რუკაზე სოფელი ბნავისი არსებობს? როდის უნდა მიხედოთ ამ სოფელს?!“ - წერს მოქალაქე.
სტატიის გამოყენების პირობები