პარლამენტარს, „ქართული ოცნების“ წევრს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცეს.
ინფორმაციას გიორგი სოსიაშვილის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს და წერს:
„ეს ბატონი გიორგი სოსიაშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დიდი აღიარებაა."
სერტიფიკატი ადასტურებს, რომ გიორგი სოსიაშვილი, აზიის მეცნიერებათა აკადემიის საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეულ იქნა აკადემიკოსად.
აზიის მეცნიერებათა აკადემიის ასამბლეამ სოსიაშვილი აკადემიკოსად 2026 წლის მაისში აირჩია.
სტატიის გამოყენების პირობები