გორის ჰოსპიტალში დაჭრილი სამხედრო პირი შეიყვანეს. როგორც „ქართლის ამბებს“ აცნობეს, ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერიდანაა.
„ახალგაზრდა ბიჭი წაიყვანეს ჰოსპიტალში, იქნებ გაარკვიოთ, რა ხდება. თან ფორმა ეცვა", - აცნობეს „ქართლის ამბებს“.
ძევერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ექიმებმა ოპერაცია უკვე ჩაატარეს.
„როგორც გავარკვიე, ოპერაცია ჩატარდა და ამჟამად ექიმების დაკვირვების ქვეშაა", - გვითხრა ძევერის წარმომადგენელმა.
თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის პრესსამსახურები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
სტატიის გამოყენების პირობები