ახალი ამბები
გორის მერიის ხმალი სახელურის გარეშე დატოვეს

გორის მერიის ხმალი სახელურის გარეშე დატოვეს. ასევე, დაზიანებულია ქვაზე გაკეთებული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება". წარწერას აკლია სიტყვა „სარწმუნოება".

მერიის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი, დიმიტრი გოგიაშვილი სარკაზმით ვარაუდობს, რომ ხმალს აზიის ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლები გადატეხავდნენ.

ვადაში გადატეხილი ხმალი, თავდაპირველად, ანსამბლ „გორის“ მომღერალმა, დავით დარბაიძემ შეამჩნია:

„ნახეთ მეგობრებო, რა გაჩვენოთ. უქარქაშო ხმლები გამიგია, მაგრამ უვადო ხმლები არა...", - აცხადებს დავით დარბაიძე.

ხმალი გორის მერიამ 2024 წელს დაამზადებინა, რაზეც 2 500 ლარი დაიხარჯა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები