ახალი ამბები
პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„ბრალდებულის განმარტებით, მას არავინ დამუქრებია და დაზარალებულებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. შესაბამისად, მან უარყო მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას. დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები