გორის მე-11 სკოლის ეზოს კეთილმოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა, სკოლის მშენებლობა კი კვლავ დაუსრულებელია.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „საბა კონსტრაქშენი“ გამოვლინდა. კომპანიის დამფუძნებელია ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. „საბა კონსტრაქშენმა“ 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით 35 საჯარო სკოლის ეზო უნდა მოაწყოს. მათ შორისაა გორის მე-11 სკოლაც. ჯამში 25 მლნ ლარი იხარჯება.
რაც შეეხება მე-11 სკოლის მშენებლობას, კომპანია „ენ ენ ჯგუფს“ სამუშაოების დასრულებისთვის მეექვსედ გახანგრძლივებული ვადა 2026 წლის 20 ოქტომბერს ამოეწურა. ამ დროისთვის კომპანიას ვადაგადაცილებული დღეები ერიცხება.
თავდაპირველი გეგმით, სკოლის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დასრულების ვადა ექვსჯერ გადაიწია.
პროექტის საერთო ღირებულება 11 მილიონი ლარია, საიდანაც დაახლოებით 4.5 მილიონი ლარია დახარჯული.
სტატიის გამოყენების პირობები