ახალი ამბები
სოფელ მეტეხში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს
წუხელ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ჩასარიცხი აპარატი გატეხეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აცნობა.

მისი თქმით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.

სოფლის წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარე წელს, სოფელ მეტეხში ჩასარიცხი აპარატის გატეხვის უკვე მესამე შემთხვევაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები