ახალი ამბები
სოფელ ტყვიავში კლუბის შენობის აღდგენაზე 2-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში კლუბის შენობის აღდგენა იგეგმება. პროექტის განხორციელებისთვის 2.05 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

პროექტი მიმდინარე წელს მომზადდა, ხოლო სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება დაწყებულია.

დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2027 წელს გაგრძელდება.

კლუბის შენობის აღდგენა, ჯამში, 8 თვეში უნდა დასრულდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები