გორის ეკლესიის გალავანთან სასმელი წყლის შადრევანი განაახლეს. განახლებული წყარო მეუფე ანდრიამ აკურთხა.
თავდაპირველად, სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ძველი სოკო-შადრევანი მოშლილი ნახეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სერვისცენტრის მენეჯერმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, რომ მიმდინარეობდა შადრევნის განახლება.
„ეს წყარო ძალიან ძველია, დიდი ხანია გორელები ამ წყლით სარგებლობენ. მიმდინარეობს განახლება და არ გაუქმდება. ჩვენ საერთოდ დედა-ეკლესიას გადასახადსაც არ ვუწესებთ", - გვითხრა სერვისცენტრის მენეჯერმა პაკო ივანიშვილმა.
სტატიის გამოყენების პირობები