ახალი ამბები
ზერტის უფუნქციო და ცარიელ საბავშვო ბაღს ავტორიზაცია მაინც მიანიჭეს

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია გაიარა. საბჭოს წევრები საბავშვო ბაღში 2026 წლის აპრილში იმყოფებოდნენ.

როგორც დასკვნაში წერია, შენობაში არ დახვდათ ბავშვები და არც საჭირო ინვენტარი, თუმცა დასკვნა მაინც დადებითი გაიცა. გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საბჭოს წევრებს პირობა მისცა, რომ დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარით 6 თვეში აღიჭურვებოდა.

„ქართლის ამბებმა“ საბავშვო ბაღი 6 თვის შემდეგ გადაიღო, თუმცა შენობა კვლავ უფუნქციოა.

დასკვნის თანახმად, ზერტის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით შემდეგი ხარვეზები გამოვლინდა:

  • საძილე/მოსასვენებელი სივრცე არ არის აღჭურვილი საწოლებით, რის გამოც მათი პარამეტრებისა და ზომების დადგენა ვერ მოხერხდა.

  • გასახდელ სივრცეში არ არის განთავსებული კარადები და ვერ შეფასდა მათი სიმაღლის შესაბამისობა.

  • ახალ შენობა-ნაგებობაში არ არის კომპიუტერი და მრავალფუნქციური პრინტერი.

  • დაწესებულებაში არ არის საფენების გამოსაცვლელი მაგიდა, სათავსო და ავტომატური სატერფულიანი ნაგვის ურნა.

  • გასახდელი სივრცეები არ არის სათანადოდ აღჭურვილი შესაბამისი რესურსებით.

ცალკე თავი ეთმობა კვების მონიტორინგს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საბჭოს წევრებმა სამზარეულო და კვების პირობები იმ საცხოვრებელ სახლში შეამოწმეს, რომელიც ბავშვებისთვის დროებით არის ნაქირავები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები