ახალი ამბები
8 ნოემბერს შიდა ქართლში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5 ნოემბრიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმს. ნალექიანი ამინდი 9 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ნალექი ძლიერი ინტენსივობით 8 ნოემბერსაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები