გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების III კვარტლის მონაცემებით, ჯარიმების, სანქციებისა და საურავების სახით ბიუჯეტში 8 მილიონ 664 ათას 725 ლარი შევიდა.
დაზუსტებული გეგმა 8 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შემოსავლის შესრულებამ 103.2% შეადგინა. თავდაპირველად კი ჯარიმებიდან მისაღები შემოსავლის გეგმა, 9 თვეში, 9 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა მოგვიანებით 600 ათასი ლარით შემცირდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის დაახლოებით 88% საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის სფეროში გამოვლენილ დარღვევებზე მოდის.
კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 4 მილიონ 58 ათას 828 ლარი შევიდა, ხოლო ტრანსპორტის სფეროში სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის - 3 მილიონ 449 ათას 912 ლარი.
ასევე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო მიღებულია 248 ათას 400 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმებიდან კი - 697 ათას 42 ლარი.
უბილეთო მგზავრობის გამო მიღებულმა ჯარიმებმა 57 ათას 462 ლარი შეადგინა, ხოლო საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 52 ათას 418 ლარი შევიდა.
სტატიის გამოყენების პირობები