ახალი ამბები
ბრეძასა და ზემო ხვედურეთში ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაცია იგეგმება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბრეძასა და ზემო ხვედურეთში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ ისაუბრა.

ბრეძის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული შენობისა და სპორტდარბაზისთვის - 350 000 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები