ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში ყოფილ რიტუალების სახლში სპორტდარბაზის მოწყობა იგეგმება.
დოკუმენტის მიხედვით, არსებული დარბაზის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რის შემდეგაც ის სპორტდარბაზად გადაკეთდება და შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 350 000 ლარია გათვალისწინებული.
სპორტდარბაზების მოწყობა ასევე დაგეგმილია სოფელ რუისსა და დვანში. რუისში პროექტის ღირებულება 500 000 ლარია, ხოლო დვანში - 400 000 ლარი.
სტატიის გამოყენების პირობები