ახალი ამბები
ქარელის შესასვლელში ტრაილერი თხრილში ჩავარდა - მაგისტრალი დროებით გადაიკეტა

ქარელის შესასვლელში ტრაილერი თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც მის ამოყვანამდე მთავარი მაგისტრალი გადაიკეტა.

როგორც ადგილზე პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლებს განუცხადეს, სატვირთო ავტომანქანა საწყობში შესვლას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გზის გადაკეტვის მიუხედავად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები