ახალი ამბები
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანა დაეჯახა.

ინფორმაცია „ქართლის ამბებს" სამედიცინო ცენტრ „გორმედში" დაუდასტურეს. კლინიკურმა დირექტორმა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 4 ნოემბერს, თამარ მეფის გამზირზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გრძელდება, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები