ახალი ამბები
„ფეხბურთისაა თუ წყალბურთის?" - კასპში 7-მილიონიანი პროექტის ტერიტორიაზე სტადიონი წყლით დაიფარა

კასპის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ბექაური აქვეყნებს ვიდეოს, სადაც წყლით დაფარული მინი-სტადიონი ჩანს.

„გამაგებინეთ, ეს სტადიონი ფეხბურთისაა თუ წყალბურთის", - კითხულობს მიხეილ ბექაური.

ვიდეო გადაღებულია ვარჯაანის დასახლებაში, ე.წ. „ნატბეურის“ ტერიტორიაზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2028 წლიდან „ნატბეურის ტერიტორიაზე“ 7 მილიონი ლარის დახარჯვას და „ბუნებრივი ტბის“ მიმდებარედ სკვერის მოწყობას აპირებს. ამჟამად პროცესი პროექტირების ფაზაშია.

მიხეილ ბექაურის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ წყლით სწორედ ის ტერიტორია იფარება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდი 7 მილიონი ლარის დახარჯვასა და სკვერის მოწყობას აპირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები