„სიმართლე მწარეა. ამ სიმართლემ წარმოაჩინა ყველა", - წერს რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირი, დეკანოზი ვიტალი ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში და მიტროპოლიტ იობის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
დეკანოზის განცხადებით, მღვდელმთავრის წინააღმდეგ მიმართული კამპანია თავად ეკლესიაზე შეტევას ნიშნავს.
„გავა დრო და ისინიც მადლიერები იქნებით, ვინც ახლა ჩაებით ამ ბინძურ კამპანიაში. მან ეს სიტყვები თქვენთვის და თქვენი შვილების უკეთესი მომავლისთვისაც წარმოთქვა. საქართველოს ეკლესიას ჰყავს ღვთივგანბრძნობილი მღვდელმთავარი, მეუფე იობი! მეუფეზე შეტევა არის ეკლესიაზე შეტევა. ასე რომ, გონებას ძალა და ენას კბილი დააჭირეთ! მართლაც რომ ღმერთმა შეგინდოთ", - აღნიშნავს დეკანოზი ვიტალი ღვინიაშვილი.
შეგახსენებთ, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძრიდან ხელისუფლება გააკრიტიკა.
სტატიის გამოყენების პირობები