ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა.

დაშავებული შუა ხნის კაცი კასპის „მედალფას“ კლინიკაშია მოთავსებული.

„მდგომარეობა საყურადღებოა, მისი მდგომარეობა ექიმმა უკეთესად იცის. როგორც ვიცით, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გადაუღებენ „კატეს“ და კიდევ ერთხელ დააკვირდებიან სიტუაციას", - განაცხადეს „მედალფას“ კასპის ფილიალში.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები