ახალი ამბები
„ასეთი ლექსიკა ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს“ - ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის კრიტიკოსებს პასუხობს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იობის წინააღმდეგ გამოთქმულ გამონათქვამებს ეხმაურება.

„ფორმულასთან“ საუბარში იგი აღნიშნავს, რომ ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

„ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მეუფე იობის მისამართით, რაც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალსა და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს. საერთოდ, ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ურბნისში წირვის შემდეგ ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა, რასაც მმართველი პარტიის წევრებისა და მათი პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები