49 წლის ასაკში ქართველი პოეტი და მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი გარდაიცვალა.
ლელა სამნიაშვილი 1977 წელს გორში დაიბადა. მისი ლექსები პირველად 1994 წელს დაიბეჭდა.
1999 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი, მოგვიანებით კი სწავლა სინქრონული თარგმანის მიმართულებით განაგრძო.
2002-2004 წლებში მიწვეულ მკვლევრად მუშაობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. 2007 წელს ოსლოს უნივერსიტეტში განათლების ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო, ხოლო 2017 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.
ავტორს გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „ფოტო-აბები“, „გველის წელიწადი“, „მუდმივი ტატუ“, „ფრაქტალები“, „ლოცვა აბსტრაქციად“, „37“ და „ავირეკლოთ“.
მის თარგმანებს შორისაა „სილვია პლათის ლექსები ქართულად“, ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“, სილვია პლათის „ზარხუფი“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ და სხვა ნაწარმოებები.
ლელა სამნიაშვილი „საგურამოს“, „ლიტერასა“ და „საბას“ პრემიების ლაურეატი იყო, მისი ლექსები კი სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი და გამოცემული.
პოეტის ბოლო წიგნი - „ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს“ 2026 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.
სტატიის გამოყენების პირობები