ახალი ამბები
ქარელის მერია დახმარების მიმღებ ოჯახთა რაოდენობას 300-მდე ზრდის

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს საახალწლოდ 300 შეჭირვებულ ოჯახს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. გასულ წლებში დახმარებას 90 ოჯახი იღებდა, წელს კი ბენეფიციართა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 59 490 ლარია გათვალისწინებული.

სასაჩუქრე პაკეტებში შემდეგი პროდუქტები იქნება:

  • ზეთი - 2 ცალი;

  • მარილი - 2 კგ;

  • შაქარი - 3 კგ;

  • მარგარინი - 1 ცალი;

  • შესქელებული რძე - 2 ცალი;

  • ჩაი - 1 შეკვრა;

  • ყავა - 1 ცალი;

  • ტომატი - 1 ცალი;

  • კარამელი - 1 კგ;

  • შოკოლადი - 1 კგ;

  • კვერცხი - 1 შეკვრა;

  • ორცხობილა - 1 ცალი;

  • მაიონეზი - 1 ცალი;

  • ბარდა - 1 ცალი;

  • ლიმონათი - 2 ცალი;

  • კაკაო - 2 ცალი;

  • ვანილი - 2 ცალი;

  • ქათამი - 2 ცალი;

  • ნაღების კარაქი (200 გ) - 1 ცალი;

  • თაფლი (300 გ) - 1 ცალი;

  • ნიგოზი (500 გ) - 1 ცალი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ პროდუქტების მიწოდება მიმდინარე წლის 27 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით 210 ოჯახით, სამჯერ მეტად გაიზარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები