ახალი ამბები
რომელი მღვდელმთავრები იდგნენ მეუფე იობის გვერდით გახმაურებული ქადაგებებისას

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობ აქიაშვილის ორი გახმაურებული ქადაგების დროს მის გვერდით სურამისა და ხაშურის ეპარქიის მიტროპოლიტი სვიმეონი და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი იდგნენ.

საუბარია 10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში და 15 ნოემბერს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში წარმოთქმულ ქადაგებებზე.

ურბნისში მეუფე იობმა მოქმედ ხელისუფლებას პირდაპირ უწოდა „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შესაძლებლობები ამოწურა და ეკლესიისა და სახელმწიფოს შერწყმის მცდელობა დაუშვებელია.

სარკინეთში კი მიტროპოლიტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა:

„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები