გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მარლენ ნადირაძის განცხადებით, ფრაქცია „ხალხის ძალამ“ ბოლო ერთ წელიწადში 65 საკითხი განიხილა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხილულ საკითხთა რაოდენობა კი 21-ით ჩამორჩება.
მარლენ ნადირაძის ანგარიშის თანახმად, ფრაქცია „ხალხის ძალამ“, რომელშიც საკრებულოს 3 წევრია გაერთიანებული, 65 საკითხი 9 სხდომაზე განიხილა.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც საკრებულოს 32 წევრს აერთიანებს, ასევე 9 სხდომა ჩაატარა, თუმცა განხილული საკითხების რაოდენობამ 44 შეადგინა.
საკრებულოში არის კიდევ ერთი ფრაქცია - „ევროპელი სოციალისტები“, რომელშიც 3 წევრია გაერთიანებული. ფრაქციამ 10 სხდომა გამართა და 13 საკითხი განიხილა.
სამივე ფრაქცია იმ წევრებისგან შედგება, რომლებიც საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით მოხვდნენ.
სტატიის გამოყენების პირობები