ახალი ამბები
კასპში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გაიხსნა
შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახალი ავეჯით აღიჭურვა.

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის შენობის პრეზენტაცია კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაიმართა.

,,ათეული წლების განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ავარიულ შენობაში იმყოფებოდა, ორი წლის წინ კი შედარებით უკეთეს პირობებში გადაიყვანეს, თუმცა მოთხოვნებს მაინც ვერ პასუხობდა." აცხადებენ მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

აქ ამჟამად 20 დასახელების წრე მუშაობს, სადაც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან გაერთიანებული და აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ ყველა ღონისძიებაში. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი ბიუჯეტით რეაბილიტირებული სახლის პედაგოგიურმა კოლექტივმა  სათანადო პირობების შექმნისათვის მადლობა გადაუხადა.

ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაერთიანდეს მისთვის საინტერესო უფასო წრეში. პირობების გაუმჯობესება შესაბამისად მოსწავლეთა რაოდენობასაც გაზრდის, რადგან ყველა ოჯახს თანხის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები