ახალი ამბები
ხაშურში, სოფელ ალთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა


ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. დაიღუპა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.

ერთმანეთს ჯიპი და მინი-სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები