ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო სამსახურის წამყვანმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 18 ნოემბერს ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა.
სანაია 19 ოქტომბერს, Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი პოსტისა და ვიდეოს გამო დააკავეს. მას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფასა და ამ ქმედებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდნენ.
ჟურნალისტი აღნიშნული მიზეზით მანამდეც იყო დაკავებული და 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
სტატიის გამოყენების პირობები