ბოლო ერთ კვირაში ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარ ავარიებს 6 ადამიანი ემსხვერპლა:
11 ნოემბერს ოსიაურის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა წყალმზიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბიჭები ბორჯომიდან იყვნენ და ოსიაურის სამხედრო ნაწილში მიდიოდნენ.
16 ნოემბერს გომი-საჩხერის გზაზე ერთმანეთს „ლექსუსის“ ჯიპი და მინი-სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 35 წლის მამაკაცი დაიღუპა. დაღუპული საჩხერის მუნიციპალიტეტიდან იყო.
18 ნოემბერს ქვიშხეთის სიახლოვეს, სოფელ სათივის ხიდთან, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. ავარიისას მსუბუქი ავტომანქანის მგზავრები - ბებია, პაპა და შვილიშვილი დაიღუპნენ. დაღუპულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბიდან იყვნენ.
სტატიის გამოყენების პირობები