47 წლის ასაკში გარდაიცვალა გორელი სპორტსმენი ნიკოლოზ ბიბილაშვილი. ინფორმაციას გორის სპორტის სააგენტო ავრცელებს.
ნიკოლოზ ბიბილაშვილი 2000 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მანამდე, 1999 წელს იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ამავე წელს კი ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
„იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში (ორივე - 1999 წელი), დიდებში - 2000 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, იყო აგრეთვე ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1999) და სამგზის (2002, 2003, 2004) ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე დიდებში კი სამჯერ ფლობდა ბრინჯაოს მედალს (1998, 1999, 2000)“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები