22 ნოემბერი კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნის საპატივსაცემოდ გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს, ფონიჭალაში, კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.
დაიღუპა 6 და დაშავდა 5 ადამიანი. დაღუპულებს შორის არიან დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის თაია გადარჩა. 7 წლის ნუცა, რომელიც დაიღუპა, მისი და იყო.
სტატიის გამოყენების პირობები