გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში სკოლის რეაბილიტაცია ისევ შეჩერდა. ადგილობრივი მცხოვრებისა და სამოქალაქო აქტივისტის, საბა ბულისკერიას ცნობით, ადგილზე რამდენიმე დღეა აღარავინ მუშაობს.
ინფორმაციას ადასტურებს ატენში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაცია. მათ საბა ბულისკერიას უპასუხეს, რომ რეაბილიტაციის პროცესი მალე განახლდება, თუმცა არ განუმარტავთ, რატომ შეჩერდა პროცესი.
ატენში ძველი სკოლის რეაბილიტაცია წელს განახლდა. პროექტისთვის გამოყოფილია 6 მლნ ლარი, რომელსაც კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აითვისებს.
სოფელში ახალი სკოლა 2023-2024 წლებში უნდა აშენებულიყო, თუმცა ვერ ააშენეს, რის შემდეგაც საბოლოოდ ძველი სკოლის რეაბილიტაცია გადაწყდა.
სტატიის გამოყენების პირობები