2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე შიდა ქართლში მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანს.
„გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8-54.0 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების სამუშაოებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.
სტატიის გამოყენების პირობები