„ასპარეზი უნდა მისცენ ახალგაზრდებს. რამდენი განათლებული ახალგაზრდა გვყავს, იცით? არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში განათლებამიღებული. არ უნდა დავუთმოთ ასპარეზი? სულ ერთი და იგივე სახეებია“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა TV პირველთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმა თუ არა ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრისას რეპრესიული კანონები, ადამიანების ცემა და დაპატიმრებები, მიტროპოლიტმა უპასუხა:
„აბა, რამ მათქმევინა ეს ყველაფერი? მე მანამდე გვერდში ვედექი „ქართულ ოცნებას“ და როცა დავინახე, რომ გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო“, - განმარტა მიტროპოლიტმა.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი ბოლო ქადაგებების დროს ხელისუფლების ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მიზეზად ის ასახელებს ხელისუფლების ურწმუნოებას, ნარკომანიის გავრცელებას, ლუდომანიის პრობლემასა და უცხოელებზე მიწების გაყიდვის პოლიტიკას.
სტატიის გამოყენების პირობები