„ერთს ვიტყვი, პატრიარქი კირილე არის მაკურთხებელი ომის და სისხლისღვრის. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს. კი არის პატრიარქი დიდი ქვეყნის, რუსეთის, მაგრამ მან აკურთხა ეს ომი და მხარი დაუჭირა. ეს არის ეს პიროვნება“, - განაცხადა მეუფე იობმა TV პირველთან საუბრისას.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებდა რუსეთში საპატრიარქოს დელეგაციის გაგზავნას, რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარმა აღნიშნა:
„არ ვიცი, დიპლომატიის ერთ-ერთი მხარეა, ალბათ“.
21 ნოემბერს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო. დელეგაციის შემადგენლობაში იყო გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა.
სტატიის გამოყენების პირობები