ახალი ამბები
„სოკარ გაზის“ წარმომადგენელი წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო

„სოკარ გაზის“ ქარელის ფილიალის მენეჯერი, გივი ბუზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბუნებრივი აირის გათიშვა გაზაფხულამდე გადაიდო, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გადადების შესახებ განახლებული განცხადება არ გაუვრცელებია გაზის ტრანსპორტირების კომპანიასაც.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გეგმით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე იყო დაგეგმილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები