სინდისის პატიმრები - გიორგი მინდაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ანრი კვარაცხელია თავისუფლები არიან. გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, ისინი შეწყალებულთა სიაში არიან.
მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა.
გიორგი მინდაძე - პროკურატურა მას გდდ-ის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა, რითიც, ბრალდების პოზიციით, სამართალდამცველს ფეხზე დამწვრობა მიადგა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - მას 2 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.
ანრი კვარაცხელია - პროკურატურა მას მოლოტოვის კოქტეილის სროლით გდდ-ის თანამშრომლებისთვის საფრთხის შექმნას ედავებოდა, რაც, უწყების პოზიციით, პოლიციელზე თავდასხმას წარმოადგენს. მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2025 წლის 18 ივლისს მიუსაჯა.
სტატიის გამოყენების პირობები