ახალი ამბები
ორჭოსანთან 24 წლის ახალგაზრდა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს
ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით სოფელ ორჭოსანთან 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს.

ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ დაკავებული გორის მოქალაქეა.

გორელ ახალგაზრდას სასამართლოზე წარადგენენ.

დაკავება 2016 წლის 12 აპრილს მოხდა.

სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, მიმდინარე წელს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ეს უკვე მე-15 შემთხვევაა.

,,ყველა მათგანი დაკავებულია ცხინვალისა და ლენინგორის ტერიტორიაზე" - იუწყება ცხინვალის მილიცია.

სააგენტო ,,კავკაზსკი უზელის" ცნობით, მანამდე სოფელ კირბალში ეროს თაყაძე დააკავეს, რომელიც ამჟამად გათავისუფლებულია, ხოლო თებერვალში სოფელ ახმაჯთან 1985 წელს დაბადებული ქართველი მოქალაქე ჰყავდათ დაკავებული.



Print

სტატიის გამოყენების პირობები