ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ინერხევთან გზის დეფორმაცია გრძელდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანების მასშტაბი და ხასიათი რამდენჯერმე შეიცვალა.
2025 წლის შემოდგომაზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ნიადაგის დაწევის შედეგად ასფალტის საფარი დაზიანებულია, გზის ერთი მხარე კი ჩაწეულია.
2026 წელს გადაღებული ფოტოებიდან კი ირკვევა, რომ ნიადაგის მოძრაობა კვლავ გრძელდება და დაზიანებულ მონაკვეთებს შორის დაშორება კიდევ უფრო გაიზარდა.
პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გზის მოასფალტება 2023 წელს დასრულდა. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიაში აღნიშნავდნენ, რომ გზის დეფორმაცია გეოლოგიურ პროცესებს უკავშირდება.
სტატიის გამოყენების პირობები