მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო, გუშინ საღამოდან ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესს, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვახვრელს, უფლისციხეს, ხიდისთავსა და მიმდებარე დასახლებებს.
ამის შესახებ „ქართლის ამბებს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე განუცხადეს.
„მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და დენის მიწოდება აღდგება 13:00 საათიდან“, - გვითხრეს კომპანიის ცხელ ხაზზე.
სტატიის გამოყენების პირობები