ახალი ამბები
გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს

გორის ქალთა კამერული გუნდი გასტროლებს ინდოეთში გამართავს.

როგორც გუნდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კოლექტივი მიწვეულია ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭოს (ICCR) მიერ ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო ცეკვისა და მუსიკის ფესტივალში (12th India International Dance & Music Festival) მონაწილეობის მისაღებად.

კონცერტები 2026 წლის 3-14 დეკემბერს ინდოეთის სამ ქალაქში - ნიუ-დელიში, ჩანდიგარსა და შილონგში გაიმართება.

„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ქართული მუსიკის უნიკალური ხმა საერთაშორისო კულტურულ სივრცეში გავიტანოთ და საქართველოს კულტურული სახელი მსოფლიოს გავაცნოთ. ქართული მრავალხმიანობა - ჩვენი სიამაყე და ჩვენი სათქმელი მსოფლიოს!“ - აღნიშნულია გუნდის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები