ქარელში, დღეს საღამოს, ქვესადგური ავარიულად გაითიშა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სამი სოფელი. დენის მიწოდება დროებით შეუწყდა ქალაქ ქარელსაც.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ქვესადგურზე შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ადგილზე უკვე გაგზავნილია ტექნიკური ბრიგადა.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში აღდგება.
სტატიის გამოყენების პირობები