ახალი ამბები
სოფელ ზერტში მოხალისეებმა კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში მოხალისეებმა საკუთარი ძალებით კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყეს. ინიციატივას ფინანსურად თანასოფლელები უჭერენ მხარს.

9 ნოემბრიდან დღემდე შეგროვებული თანხით მოხალისეებმა სათიბები და საჭირო ინვენტარი შეიძინეს. მათ უკვე დაასუფთავეს ის ადგილები, სადაც ტექნიკა ვერ შედის.

„9 ნოემბერს მოხალისეობრივი საქმიანობა სამმა ახალგაზრდამ დაიწყო. 16 ნოემბერს კი უკვე სხვებიც შემოგვიერთდნენ. დავასუფთავეთ სასაფლაოს ის ტერიტორია, რომელიც ამ დრომდე არ იყო დასუფთავებული“, - წერენ მოხალისეები.

რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, 9 ნოემბრიდან დღემდე თანასოფლელებმა მოხალისეებისთვის 6 ათას ლარამდე თანხა შეაგროვეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები