ახალი ამბები
გორის სპორტის სასახლე გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლებს

27 და 28 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გიორგი დარბაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საკალათბურთო ტურნირი გაიმართება. შეჯიბრების ორგანიზატორი საკალათბურთო კლუბი „ივერიონი - გორია“.

ორდღიან ტურნირში ოთხი გუნდი მონაწილეობს: მასპინძელი „ივერიონი“, „ახალციხე“, „თელავი“ და „ქუთაისი“.

გათამაშების ფორმატის მიხედვით, პირველ სათამაშო დღეს, 27 ნოემბერს, ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება:

  • 17:00 საათი: „ახალციხე“ - „თელავი“

  • 19:00 საათი: „ივერიონი“ - „ქუთაისი“

ტურნირი 28 ნოემბერს ფინალური დღის შეხვედრებით დასრულდება:

  • 16:00 საათი: მატჩი მესამე ადგილისთვის

  • 18:00 საათი: ფინალური დაპირისპირება

გიორგი დარბაიძე საკალათბურთო კლუბ „ივერიონი - გორის“ მენეჯერი იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. მის ხსოვნას მიძღვნილი შეჯიბრება კლუბის ორგანიზებით ტარდება, ხოლო „ივერიონი - გორის“ პრეზიდენტის, ილია ჯოლბორდის ინიციატივით, ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.

გორის სპორტის სასახლეში დაგეგმილ ყველა მატჩზე დასწრება თავისუფალია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები