გორში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა
გუშინ, 26 ნოემბერს, გორში, ჭალის დასახლებაში კორპუსის მე-7
სართულიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა.
ვარდნისას მამაკაცი სხვის მანქანას დაეცა, დაშავებული კლინიკაში
გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
შს სამინისტრო მომხდარს ადასტურებს.გამოძიება 115-ე მუხლით
[თვითმკვლელობამდე მიყვანა] მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები