ახალი ამბები
გორში, სტალინის გამზირზე მუნიციპალური ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

გორში, სტალინის გამზირზე, მუნიციპალური ლურჯი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი“, - განუცხადეს „ქართლის ამბებს“ უწყების პრესსამსახურში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები