27 ნოემბერს, ელექტროქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კასპსა და გორში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება.
ენერგოკომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვა შემდეგი გრაფიკით იმოქმედებს:
კასპი (10:00 - 21:00): ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება სააკაძის, გელათის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, თავისუფლების, პაატას, 9 აპრილის, ერეკლეს, შატბერაშვილის, ბარათაშვილის, კოსტავას, აღმაშენებლის, კოჯრის, კრწანისის, 300 არაგველის, თაყაიშვილის, ერთაწმინდისა და მიმდებარე ქუჩებზე.
ქალაქი გორი (12:00 - 18:00): ელექტროენერგია არ მიეწოდება თამარ მეფის, ძმები რომაშვილების, ჩუბინიშვილის, აბრამაშვილის, ალიმბარაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ფერაძისა და გორკის ქუჩების მცხოვრებლებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლები (12:00 - 18:00): ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება კარალეთში, ძევერაში, პატარა გარეჯვარსა და გარეჯვარში.
გორის მუნიციპალიტეტი (13:00 - 18:30): დენი არ ექნებათ სოფელ ორთაშენის, თედოწმინდისა და გორი-შინდისის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს.
„სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.
სტატიის გამოყენების პირობები