ახალი ამბები
გორში იმ ლოკაციების შემოწმება გრძელდება, სადაც მოსახლეობამ ბუნებრივი აირის სუნი იგრძნო

ქალაქ გორში ამ დრომდე გრძელდება იმ ადგილების შემოწმება, სადაც მოქალაქეებმა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს.

როგორც „სოკარ გაზში“ გვითხრეს, დღის განმავლობაში უამრავი შეტყობინება შევიდა. ერთ-ერთი შემოწმების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 27 ნოემბერს 340-ზე მეტი ადგილი დაათვალიერეს.

კომპანიის განმარტებით, ბუნებრივ აირში სპეციალური ნივთიერება - ოდორანტი შეურიეს, რომლითაც გაზის გაჟონვის კერების დადგენაა შესაძლებელი.

ოდორანტის გაშვების შემდეგ გაზის სუნი იგრძნეს ქუჩებსა და ეზოებში. რამდენიმე ლოკაციაზე გაჟონვის კერები თავად მოქალაქეებმა, „სოკარ გაზის“ თანამშრომლების მისვლამდე გამოავლინეს.

„მთელ გოგებაშვილის ქუჩაზე იგრძნობოდა სუნი. როგორც ჩანს, ისეთი მოძველებული ქსელია, ყველგან ჟონავს“, - იტყობინებიან ადგილობრივები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები