დღეს, 2026 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში პროევროპული უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ორი წელი სრულდება.
საპროტესტო ტალღა მოჰყვა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დაეყენებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, მხოლოდ 2024-2025 წლების აქციების პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევა აღირიცხა.
დღეს, 28 ნოემბერს, თბილისში საპროტესტო მსვლელობები და საერთო აქციაა დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეები 19:00 საათზე სამი სხვადასხვა ადგილიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, ავლაბრის მეტროდან და ორბელიანის მოედნიდან - თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან, სადაც საერთო შეკრება გაიმართება.
მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიასაშუალებებს. ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას არაერთხელ გახდნენ ძალადობის, დაშინების, მუქარისა და ხელის შეშლის სამიზნეები.
სტატიის გამოყენების პირობები